ყოველწლიურად თეთრი სახლი წლის საახალწლო ნაძვის ხეზე კონკურს ატარებს. წელს ნაძვის ხე ჩრდილოეთ კაროლინადან ჩაიტანეს. გამარჯვებული სმიტების ოჯახი გახდა.
"ეს სუპერ ბოულის მოგებას ჰგავს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი ნაძვის ხე დაამშვენებს თეთრ სახლს" - აღნიშნა ლარი სმიტმა.
ნაძვის ხე 6 მეტრის სიმაღლისაა და ის ტრადიციულად, ეტლით მიიტანეს თეთრ სახლში.
საახალწლო ნაძვის ხეს აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი დახვდნენ.