საახალწლო ნაძვის ხე

მდინარაძე: ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული "იოლკა" ვერ დავდგით

ვულოცავ თბილისს. ასეთი სილამაზე, ჩემი აზრით, საამაყოა. არ ვიცი, მსოფლიოს რამდენ დედაქალაქში იქნება ასეთი სილამაზე. ყველა ცდილობს, რომ ეს სილამაზე ნახოს და ჩვენი ნაძვის ხის კრიტიკოსების საყურადღებოდ, რუსული "იოლკა" ვერ დავდგით, რავიცი. ასეთია, ტრენდული და მართლა გემოვნებიანი. უამრავი ადამიანია და მე მინდა, ასეთი გახარებული იყოთ, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას, ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. როგორც კახი არ იძინებს დღე და ღამე, ისე არ უნდა დაიძინოს არავინ, რომ ეს ყველაფერი იყოს უზრუნველყოფილი

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, თბილისის მერის, კახა კალაძის ფეისბუქ ლაივში.

კომენტარები