ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. პლეი ოფის პირველი შეხვედრა 2019 წლის მარტში "დინამო არენაზე" ჩატარდება.
კოსოვომ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხა, რითაც გატანილი და გაშვებული ბურთების მაჩვენებლით ბელარუსს აჯობა. შესაბამისად, D დივიზიონიდან ნახევარფინალისტებს შორის ყველაზე უარესი შედეგი ბელარუსმა დააფიქსირა.
საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებების მატჩის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გაირკვევა.