UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გიორგი ჩაკვეტაძის ვიდეო დადო წარწერით - ჩაკვეტაძის აღმაფრთოვანებელი მიღება - დაიმახსოვრეთ მისი სახელი.
ეს ფინტი გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან მატჩში, 19 ნოემბერს გააკეთა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ყახაზეთის ნაკრებს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ერთი გოლი ჩაკვეტაძემ გაიტანა.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჩაკვეტაძემ ექვსივე მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ქართველმა "გენტის" მაისურით 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლის ავტორი გახდა.