გუშინ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს. ტრიუმფალურ თაღზე მომიტინგეებმა წარწერები გააკეთეს: "ამაზე ნაკლებისთვის თავებს ვკვეთდით" და "დაამხეთ ბურჟუაზია".
პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი.
აქციის ტერიტორია მოინახულა საფრაგეთი პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტს მოუწოდა შეხვდეს ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეებს. მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს.
აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.