პატრიარქის ეპისტოლე

კობახიძე საშობაო ეპისტოლეზე: გზავნილებისთვის პატრიარქს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო

გილოცავთ ყველას ქრისტეს შობის დღესასწაულს. ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს. მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესს და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის, პატრიოტულ აღზრდაზე, პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე - ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და ამ გზავნილებისთვის მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო

პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქრისტეს შობისადმი მიძღვნილ ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

კომენტარები