პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები

კობახიძე ფარულ ჩანაწერებზე: მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს

პირადი ჩანაწერების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება არის, რა თქმა უნდა, ამორალური, მე მქონდა პირადი კომუნიკაცია სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს, მითუმეტეს საქმე ეხება პარლამენტის წევრს, აქედან გამომდინარე მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს გუნდს და ვმოქმედებთ გუნდის ინტერესების შესაბამისად. ჭიჭინაძე არ არის გუნდის წევრი აქედან გამომდინარე მე მის კომენტარებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ქალბატონ ეკა ბესელია, უნდა ვკითხოთ მას, რა იგულისხმა, მეც ვკითხავ რა იგულისხმა და შესაბამისად გვექნება რეაგირება, თუ რაიმე კონკრეტული ეჭვი აქვს ქალბატონ ეკა ბესელიას, ბუნებრივია ამაზეც უნდა გვქონდეს ჩვენ რეაგირება.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელების შესახებ.

კომენტარები