დაკარგული ემილიანო სალა

ემილიანო სალას თვითმფრინავის ნაწილები ნაპოვნია

დაკარგული ფორვარდის - ემილიანო სალას თვითმფრინავის ნაწილები ნაპოვნია. ამ ინფორმაციას Wales Online ავრცელებს.

"დიდი ალბათობით, დაკარგული თვითმფრინავის ნაწილები უკვე ვიპოვეთ. წყლის ქვეშ 4 კვადრატული მილის ფართობს დეტალურად ვსწავლობთ. ეს ზონა ჩვენთვის პრიორიტეტულია და ვცდილობთ, თვითმფრინავის დანარჩენი ნაწილებიც ვიპოვოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სალას სამძებრო სამუშაოებში აკვალანგისტები გუშინ ჩაერთვნენ.

კომენტარები