ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს ხვდება

ტვ პირველი

ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს ხვდება, ეს ინფორმაცია ტაბულას პროკურატურაში დაუდასტურეს.

სარალიძე პროკურატურის შენობაში ცოტა ხნის წინ შევიდა. თავად მისთვის უცნობი იყო, თუ ვინ შეხვდებოდა მას.

სარალიძის თქმით, მთავარი კითხვა, რომელზეც მას პასუხის მიღება სურს, იგივეა - "მთავრი კითხვა იქნება ვინ მოკლა ჩემი შვილი, რა პასუხებით გამოვალ არ ვიცი", - ამბობს ზაზა სარალიძე.

მთავარ პროკურატურასთან სარალიძის მხარდასაჭერად ევროპული საქართველოს წევრები, გიგი უგულავა და სერგო რატიანი, მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ სარალიძე დილიდან პროკურატურის ეზოსთან იმყოფებოდა და მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვდა. მან პროკურატურის ეზოში შესლა სცადა, საიდანაც იგი ძალის გამოყენებით გამოიყვანეს, რა დროსაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

კომენტარები