საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: ლევან გოგიჩაიშვილსა და ენმ-ის შორის კონსენსუსი ძალიან ნიშანდობლივია

მე არ მინდოდა დღეს გამოსვლა, მაგრამ რადგან არაერთხელ იყო ნახსენები საქართველოს კონსტიტუცია, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ჩემი კომენტარები გამეკეთებინა.

არის ტექსტობრივი წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, რაც არის სრულიად ნათელი და თვალსაჩინო. ბუნებრივია, ამაზე უნდა იმსჯელოს პირველ რიგში პარლამენტმა, მისმა იურიდიულმა კომიტეტმა, რა თქმა უნდა, აპარატი დამატებით შეიძლება იყოს ჩართული, დღეს საოცარი რაღაცეები მოვისმინე, რომ თურმე პირელ რიგში ჯერ აპარატი და მერე იურიდიული კომიტეტი.

საოცარი იყო კი,რატომ იცით? კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და ნაცმოძრაობას შორის, არის ძალიან ნიშანდობლივი, ესეც შემიძლია აღვნიშნო...

...პატარა პოლიტიკური გადახვევა - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის გარკვეული პოლიტიკური მოცემულობა და ის კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 2024 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

კომენტარები