CO-თი მოწამვლა

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში ღამით, CO-ს გაჟონვის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა

წინასწრი ინფორმაციით, თბილისში გვიან ღამით co-ს გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ყასტრანსგაზ თბილისი ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციითვე, გარდაცვლილები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ყასტრანსგაზის განცხადებაში წერია, რომ ბინაში გამათბობელი ტექნიკური ნორმების დარღვევით იყო დამონტაჟებული. 

"გვიან ღამით კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისში“ შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი. კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი (ნიკალას ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა. აღსანიშნავია ასევე რომ საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვე-მრიცხველი," - წერია გნცხადებაში.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები. უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობელებზე, დაიცვან უსაფრთხოების ელემენტარული წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება. განსაკუთრებულად ყურადღებით ყოფნას ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში მცხოვრებ ადამიანებს მოუწოდებენ.

კომენტარები