საგამოძიებო სამსახური

კახეთში 3400 ლარის ღირებულების უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, დანაშაულში მხილებული პირის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 58 ბოთლი უაქციზო ვისკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 3400 ლარს შეადგენს.

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით", – წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში

 

კომენტარები