საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური: თბილისში, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრი გამოვავლინეთ

საგამოძიებო სამსახურმა პირველ სექტემბერს, თბილისში, სავარაუდოდ თაღლითური ქოლ-ცენტრი გამოავლინა, რომელიც ოფისში დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით "საეჭვო საქმიანობას ახორციელებდა".

"ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები იქნა აღმოჩენილი, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ასევე დაყადაღებულია ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელ პირთა საბანკო ანგარიშები და უძრავ-მოძრავი ქონება". - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 180-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები