მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკის იანკების ყოფილ მოთამაშემე ალექსანდრე როდრიგესზე 9 მარტს დაინიშნა.
ნიშნობის 6-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტის თვლიან ბეჭედზე ყვითელი და სოციალური მედია რამდენიმე დღის განმავლობაში ლაპარაკობდა.
ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, წყვილს კიდევ ერთი აღსანიშნავი ამბავი აქვთ - მათ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისგან, ბარაკ ობამასგან, ხელნაწერი წერილი მიიღეს, სადაც ექსპრეზიდენტი თავისი და ცოლის, მიშელ ობამას, სახელით წყვილს ნიშნობას ულოცავს. წერილის ფოტო როდრიგესმა Twitter-ზე გამოაქვეყნა და აღწერაში დაურთო, რომ "ეს მათთვის მთელ სამყაროს უდრის".
"მიშელსა და მე, უბრალოდ, თქვენთვის ნიშნობის მოლოცვა გვსურდა. 26-წლიანი ერთად ყოფნის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რა გამოწვევაც არ უნდა მოგივლინოთ ცხოვრებამ, მისი გაზიარება იმ ადამიანთან, რომელიც გიყვარს, ყველაფერს უკეთესს ხდის".