შალვა შავგულიძე

შავგულიძე: თავისუფალი დემოკრატებისთვის ყველა დასავლურ ძალასთან თანამშრომლობა მისაღებია

შალვა შავგულიძე
რადიო თავისუფლება/მზია საგანელიძე

თავისუფალი დემოკრატების წევრმა, შალვა შავგულიძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებთან დასავლურ ძალებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. შავგულიძე დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა.

"ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური ძალისთვის თავისუფალი დემოკრატებისათვის მისაღებია ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობა, მაგრამ ვიმეორებ სხვადასხვა ხარისხით, ვიღაცასთან ეს იქნება პარტნიორობის დონეზე ვიღცასთან მოქმედების კოორდინაცის დონეზე და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ამ ძირითად ვექტორით, თუ ჩვენ ღირებულებებით არ გავერთიანდით და არ გავიყავით და უბრალოდ რაღაც მოგონილი თავს მოხვეული ფობიებით დავიყავით მტრულ ბანაკებად ჩვენ უბრალოდ მომავალს ვერ შევქმნით.

ვერცერთი პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად, თავის ოთხწლიან ან რვაწლიან ციკლში საქართველოს ისტორიას ვერ დაიწყებს და ვერ დაამთავრებს, ჩვენთვის ესე ხდებოდა, ყველა ხელისუფლები შეცვლა იყო სამოქალაქო დაპირისპირების ხარისხში აყვანილი დაპირისპირება, შემდეგ დამარცხებულ მხარეს გამარჯვებული მხარე აგზავნიდა ციხეში, აცხადებდა მტრად და ყველა საკუთარ წარუმატებლობას აბრალებდა, რომ აი ხუთი და ათი წლის წინ ის რომ ცუდად მართავდა იმის ბრალია მე რომ დღეს ვერ ვასრულებო. ეს უნდა დავამთავროთ", - თქვა შალვა შავგულიძემ.

რამდენიმე დღის წინ, ევროპული საქართველომ და თავისუფალი დემოკრატებმა პოლიტიკურ ბლოკი შექმნეს და პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე, მთაწმინდის ოქლში, მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატს, შალვა შავგულიძე დაასახელეს

კომენტარები