სასაზღვრო პოლიციამ უაქციზო სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს. ბრალდება 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უაქციზო სიგარეტი