საქართველოს სამეფო სახლი

დავით ბაგრატიონის ადვოკატი: თამარ მეფე იყო უზურპატორი, მან ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა

ახლა ვის ეკუთვნის ტახტი? ცხადია, უპირატესი ჩვენი მხარეა, მათ აქვთ თავისი არგუმენტები, ჩვენ - ჩვენი. მთავარია ხალხის გადაწყვეტილება - სურთ თუ არა მონარქიის აღდგენა. თუ ამ საკითხს გადაწყვეტენ, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული წარსული. ისტორია კი ამბობს, რომ სამეფო ღირსება გადადიოდა მამიდან ვაჟზე, ანუ მამაკაცზე. ქალზე სამეფო ღირსება არ გადადიოდა. ეს გიორგი XII-ს ვაჟს, დავით გამგებელს თავის აღწერაშიც აქვს ნათქვამი. იქ ვკითხულობთ, რომ ქვრივებზე და პრინცესებზე სამეფო ღირსება არ გადადის. ანუ ყველა შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება კაცის მხარეს.

თამარ მეფის შემთხვევა ეს არის ბევრად უფრო ძველი პერიოდი. მაგ შემთხვევაში დაირღვა მაშინ არსებული კანონი, ასევე დაირღვა მეფის ანდერძი, საუბარია დავით V-ს ანდერძზე, რომლის თანახმადაც ტახტზე უნდა ასულიყო მისი შვილი დემნა. იქ მოხდა ტახტის უზურპაცია და მეფემ ფიზიკური ძალით განახორციელა სწორედ უზურპაცია და თავისი ქალიშვილი გამოაცხადა მემკვიდრედ. ვინც მას არ დაეთანხმა ან თვალები დათხარა, ან კოჭები დაუმტვრია. თამარი, როგორც ასეთი, იყო უზურპატორი, მან მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია

დავით ბაგრატიონ მუხრანსკის ადვოკატი ლევან ჩხეიძე პრაიმტაიმთან ინტერვიუში.

კომენტარები