ჩვენ ვართ ამ დავაში ჩვენი ნების წინააღმდეგ ჩათრეული, ჩვენც ისეთივე შოკში ვართ... მე მაგალითად, ჩემი კარიერის განმავლობაში ვერ წარმოვიდგენდი თუ სასამართლოში წასვლა დამჭირდებოდა და იმის მტკიცება, რომ მეფეს წარმოვადგენ. მეც თქვენსავით ვარ გაოგნებული, დამიჯერეთ.
მაგრამ თქვენ გაქვთ საშუალება, რომ არ უყუროთ ამას, მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ, ჩათრეული ვართ, თუ არ შევალთ ამ პროცესში და არ დავიცავთ ჩვენს უფლებებს, საქართველოს მეფე გახდება ბატონი ნუგზარი, ამიტომ, ეს რომ არ დავუშვათ, სასამართლოში ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები