ადრეული ქორწინება

მალავიში ქალაქის მმართველმა 850-მდე ადრეული ქორწინება გააუქმა და გოგოები სკოლებში დააბრუნა

ტერეზა კაჩინდამოტო ცენტრალურ მალავში, ზედზას დასახლებას ხელმძღვანელობს. ქალაქში 900 000 ადამიანი ცხოვრობს. 

კაჩინდამოტო თავის ძალაუფლებას ქალების დახმარებისთვის იყენებს - ბოლო 3 წელიწადში მან 850-ე მეტი ბავშვის ქორწინება გააუქმა და ისინი სკოლებში დააბრუნა. 

გაეროს მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევით, მალავიში მცხოვრები ქალების ნახევარზე მეტი 18 წლის ასაკამდე ქორწინდება.

ტერეზა კაჩინდამოტო დედზას გამგებლობამდე 27 წლის განმავლობაში სხვა ქალაქში მდივნად მუშაობდა. დედზაში დაბრუნების შემდეგ კი გადაწყვიტა, ქალებისა და ბავშვების უფლებებისთვის აქტიურად ებრძოლა და კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. როგორც თავად ამბობს, მისთვის შემაშფოთებელი იყო, რომ 12 წლის გოგოებს ბავშვები და ქმრები ყავდათ. 

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მალავიში 18 წლამდე ასაკში ქორწინება კანონით აიკრძალა, არასწულწლოვანთა ქორწინება აქ მაინც გავრცელებულია. კანონში არსებობს ხვრელი, რომლის გამოყენებითაც ზრდასრულობამდე ქორწინდებიან - კანონში წერია, რომ თუ მშობლის თანხმობის შემთხვევაში ბავშვის დაქორწინება დასაშვებია. 

კაჩინდამოტომ 50-ზე მეტ თანამდებობის პირს, მათ შორის კაცებს, აიძულა ხელი მოეწერა დასახლებაში ბავშვთა ქორწინების გაუქმების შეთანხმებაზე. დაქორწინებული ბავშვები სკოლებში დააბრუნა და მათ სკოლის გადასახადის თავისი ფულით გადახდასაც დაჰპირდა. 

კაჩინდამოტომ ​მოსახლეობის, მათ შორის მშობლების მხრიდან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა ის შეჩერებას არ აპირებს და კანონის და მათი აზროვნების შეცვლის მცდელობას განაგრძობს, ქალების და გოგოების უკეთესი მომავლისთვის. 

კომენტარები