ტიბეტელი ხალხის სულიერი ლიდერი, დალაი ლამა, საავადმყოფოდან გამოწერეს.
მისი პრესპიკერის თენზინ ტაკლას თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
83 წლის დალაი ლამა დელის ერთ-ერთ საავადმყოფოში 3 დღის წინ გადაიყვანეს. ექიმებმა მას დიაგნოზად გულმკერდის ინფექცია დაუდგინეს.