დაპირისპირება პანკისში

ჭიაბერაშვილი: გუშინ პანკისში სახელმწიფოს სახე, უბადრუკი სახე, იყო ბატონი გახარია

გუშინ პანკისში სახელმწიფოს სახე და მე ვიტყოდი უბადრუკი სახე, იყო ბატონი გახარია, რომელმაც აჩვენა, რომ ქართული ოცნების მთავრობას ერთის მხრივ არ შეუძლია დიალოგი აწარმოოს საკუთარ მოსახლეობასთან და მეორეს მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი, არაკომპეტენტურ და არაპროფესიონალურ დავალებებს აძლევს რიგით პოლიციელებს. საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგად რას, მოქალაქებს აქვთ უსამართლობის განცდა, ერთ მხარეს და იმის განცდა, რომ სახელმწიფო ინსიტიტუტები არიან არა მათთვის და მათი ინტერესების დასაცავად, არამედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლანის კერძო ინტერესების დასაცავად, მეორეს მხრივ საზოგადოებაში მკვიდრდება პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ძალადობის ისეთი პრეცედენტები, რაც ასევე ძალიან სახიფათოა და ასევე მიუთითებს ჩვენი სახელმწიფო ინტიტუტების შემდგომ ეროზიაზე და ჩამოშლაზე.

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

კომენტარები