ზუგდიდის მერობის კანდიდატი

რულოვსი: ზუგდიდი ლეგენდარული ქალაქი და ევროპის კარიბჭეა, აქედან დაიწყო რამდენი რამ

მე მიხარია, რომ ხალმა იცის, თუ მე საქმეს ხელს მოვკიდებ, მე ამას სერიოზულად გავაკეთებ. ასე იქნება ზუგდიდში. როცა იქნება ბიუჯეტი და მისი გადანაწილების საკითხი, მე რა ტქმა უნდა 8 პროცენტს არ გადავანაწილებ ჯანდაცვაზე. ბევრად მეტს ვიზამ, იმიტომ რომ ხალხს უჭირს, წამალი გაძვირდა. იმიტომ რომ თბილისში არ გახდეთ სამკურნალოდ წასასვლელი. აქაც უნდა იყოს ის სერვისები, რომლის გამო ყველა გარბის თბილისში...

ბევრი უმუშევარია, იმდენი რომ საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. რომ დავდივარ კარდაკარ, ვხედავთ რომ ყოველი მესამე სახლი იყიდება და რომ ვკითხულობ რატომ იყიდება თქვენი სახლი? აი, გამიჭირდა, რაღაცა ოპერაცია, წასვლა მინდა... იმ დღეს რომ ვიყავი სოფელ რუხში, 10 ბიჭი იჯდა სუფრასთან და მარტო ერთი თემა ჰქონდათ, რომელ ქვეყანაში ჯობია წასვლა, სად უფრო ადვილად იშოვება სამსახური. ეს ხომ არ უნდ იყოს ხალხო?! ჩვენ აქ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, განვავითაროთ.. ზუგდიდი ასეთი ლეგენდარული ქალაქია, ევროპის კარიბჭეა, აქედან დაიწყო რამდენი რამ. ეროვნული მოძრაობა აქედან დაიწყო, ვარდების რევოლუცია აქედან დაიწყო და მოდით, ივანიშვილის სისტემის დემონტაჟიც აქედან დავიწყოთ. 

ამის შესახებ ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშიას ზუგდიდის მეორბის კანდიდატმა სანდრა რულოვმსა ამომრჩველებტან შეხვედრისას თქვა. ვიდეოს IPRESS ავრცელებს.

კომენტარები