მინდა აბსოლუტური პასუხისმგებლობით გითხრათ რომ შსს-ს და სუს-ს შორის თანამშრომლობა დღეის მდგომარეობით არის ეფექტური, პოზიტიური და ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო. აქ ვერავინ შეძლებს რაღაც ბზარების გაჩენას და ვერავინ ვერ მიაღწევს, რომ ჩვენ რაღაც დაბრალება დავიწყოთ ერთმანეთზე. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები, რომლებსაც ვასრულებთ. იმ შემთხვევაში ჩვენი ერთი უწყების შეცდომას პირდაპირი ზემოქმედება აქვს მეორე უწყების ეფექტურ მუშაობაზე და პირიქით. ამიტომ ისევე როგორც პანკისის ნაწილში, მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორ ჩანს არასრული ანალიტიკა იყო გაკეთებული. როგორც ჩანს ჩვენს მიერაც, პირადად ჩემს მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული იმ რისკების შეფასებისთვის რაც შეიძლება იქ ყოფილიყო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საერთო. ისევე როგორც, ყველა შესაბამის უწყებას თავისი კომპეტენცია ჰქონდა და ყველა თავის კომპეტენციის ფარგლებში ფარავდა იმ ზონალურ რისკებს რომლებიც გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ დღეს არავინ არ გადავანაწილებთ ამ პასუხისმგებლობას ერთმანეთზე. ვამბობთ რომ ეს იყო შეცდომა. არა საკმარისი ანალიტიკური მუშაობის შედეგად ყველა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი. რასაც ახლა ვაკეთებთ.
ჰესის მშენებლობა პანკისში
გახარია პანკისზე: ეს იყო შეცდომა, ჩემ მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული რისკებზე
tbl.ge/3npz
დაკოპირდა
შს მინისტრი გიორგი გახარია პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
ამავე თემაზე
- თურნავა პანკისზე: რაც მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა; ჩვენ ვიცავდით პანკისის განვითარებას
- ლექვინაძე: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად - არის ინვესტორი და შეთანხმებული პროექტი
- ბოკერია პანკისზე: გახარია და თურნავა მობრძანდნენ პარლამენტში და გაგვცენ კითხვებზე პასუხი
- ჩიქოვანი: ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ აშენდეს ჰესები
- გახარია: ყველა, ვინც პოლიციელზე თავდასხმა გაბედა, იდენტიფიცირებული და დასჯილი იქნება