საქართველოს პარლამენტი

კილაძე წილხვედრობის დღეზე: ეს იყო პრემიერის ინიციატივა, მას უწმინდესმა და უნეტარესმა სთხოვა

ეს იდეა ჩვენი არ ყოფილა, ეს იყო პირველ რიგში პრემიერის ინიციატივა საკანონმდებლო დონეზე, თუმცა, მე რამდენადაც ვიცი, პრემიერს სთხოვა საპატრიარქომ, უწმინდესმა და უნეტარესმა. ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია, როდესაც შემოვიდა ეს ინიცატივა ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი სოფო კილაძე ტვ პირველის ეთერში. დღეს, 8 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე იქნება. 12 მაისი, რომელიც ისედაც უქმე იყო (ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე), საკანონმდებლო ორგანომ დასვენების დღედ გამოაცხადა. ცვლილებას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა.

კომენტარები