საზაფხულო ბაღები

საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება - 2-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის ივლისში 40 ბაღი იმუშავებს

FrontNews.Ge

15 მაისიდან საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება. თბილისის მერიის ცნობით, ივლისის თვეში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს. სერვისით სარგებლობის საშუალება 13 000 აღსაზრდელს ექნება.

"რეგისტრაცია საზაფხულო ბაღებში 2019 წლის 15 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. პროცესი წარიმართება ელექტრონულად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.kids.org.ge რეგისტრაციის დაწყების დღეს, ვებგვერდზე იმუშავებს მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ადგილების შევსებამდე გაგრძელდება,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში. რეგისტრაცია არ ეხება 2019-2020 სააღმზრდელო წელს. საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისათვის.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს:

  • გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186
  • დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15.
  • ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.
  • ისნის რაიონი -N202 , N29, N66, N215, N182.
  • კრწანისის რაიონი -N51, N206.
  • მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162
  • ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80.
  • საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112.
  • სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45. N196, N72.
  • ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

კომენტარები