შემოსავლები

საქსტატი: 2018 წელს ერთ სულზე საშუალო თვიური შემოსავალი 318.3 ლარი იყო

benjielayug.com

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს 2018 წლის მონაცემებს შინამეურნეობის შემოსავლებსა და ხარჯებზე.

საქსტატის მიხედვით, შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი (როგორც ფულადი, ისევე არაფულადი) თვეში 1,123.5 ლარი იყო, ერთ სულზე კი თვეში 318.3 ლარი.

2017 წელს შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი 1 110.7 ლარი იყო, ერთ სულზე კი 317.2 ლარი.

საქსტატში ამბობენ, რომ შინამეურნეობის შემოსავლის ძირითადი წყარო, 83% ფულადი შემოსავლები და ტრანსფერებია, 6.4% არაფულადი შემოსავლები, ხოლო 10.6% სხვა ფულადი სახსრები.

რაც შეეხება ხარჯებს, საქსტატის მონაცემებით, შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯი 2018 წელს 1 102 ლარი იყო, ერთ სულზე კი 312.2 ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, შინამეურნეობის საშუალო თვიური ხარჯი 2017 წელთან შედარებით 9 ლარით გაიზარდა, ხოლო ერთ სულზე იგივე დარჩა.

აქედან, 66.8% სამომხმარებლო ფულადი ხარჯები იყო, 6.6% არაფულადი ხარჯები, ხოლო 26.6% არასამომხმარებლო ფულადი ხარჯები.

ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი (37.4%) გაწეული იყო სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე. 13% კომუნალურ გადასახადებზე, ხოლო 12.5% ჯანმრთელობის დაცვაზე.

კომენტარები