ფოთის ახალი პორტი

გაბაშვილი: ღრმაწყლოვანი პორტის უნებართვო მშენებლობა რაღაა? პორტის ადგილი ვერ გაარკვიენ

ღრმაწყლოვანი პორტის უნებართვო მშენებლობა რაღაა? პორტის ადგილი ვერ გაარკვიენ

ევროპული საქართველოს დეპუტატი გოკა გაბაშვილი Facebook-ზე ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლო მშენებლობას ეხმაურება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2 მაისს Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "ქალაქ ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია". ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. მისი თქმით, საკითხი შეთანხმებული მთავრობის არცერთ წევრთან, მისი ჩათვლით, არ ყოფილა.

კომენტარები