მდგომარეობა გზებზე

ჟვანიას მოედანთან წყლის მილის დაზიანების გამო მიწის საფარი ჩაინგრა და 3 მანქანა ჩავარდა

R2

თბილისში, ჟვანიას მოედანთან, წყლის ცენტრალური მილების დაზიანების გამო საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრა. შემთხვევა მგალობლიშვილის ქუჩაზე დილით მოხდა. შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სამი ავტომობილი დაზიანდა. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით წყლის ნაკადმა მოსახლეობის სარდაფები დატბორა. ზარალს GWP აანაზღაურებს.

"წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, ჩაინგრა გზის მონაკვეთი, სადაც ჩავარდა ადგილზე გაჩერებული ავტომობილები“, - აცხადებენ შსს-ში.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ GWP-ის და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანდა 900-მილიმეტრიანი თუჯის მილსადენი. მოსახლეობის უმრავლესობას შემოვლითი გზით წყალი მიეწოდება, უახლოესი 24 საათის მანძილზე სრულად აღუდგება ყველას წყალმომარაგება. მოვუწოდებ მოსახლეობას, ვისაც ზიანი მიადგა, მოგვმართონ განცხადებით და სრულად ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს,“ - განაცხადა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ.

კომენტარები