2019 წლის 4 ივნისს თიანანმენის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წელს პეკინში თიანანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის ასობით მნიშვნელოვან ქალაქში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დარბევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.
ჩინეთში თიანანმენის დარბევა ტაბუდადებული თემაა. ყოველი წლის 4 ივნისს ჩინეთში ჰონგ-კონგსა და მაკაუში ყოველწლიურად თიანანმენის დარბევის შედეგად დაღუპულებს პატივს მიაგებენ, 1989 წლის ტრაგედიას ყოველწლიურად ტაივანშიც იხსენებენ.
გაფრთხილება: გალერეა შეიცავს ძალადობის ამსახველ სცენებს.