ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების შესავსებად 10 მლნ დოლარი შეისყიდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყებამ 6 ივნისის სავალუტო აუქციონზე 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.

საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.74-ს შეადგენდა.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეათე სავალუტო ინტერვენციაა ეროვნული ბანკის მხრიდან. ჯამში, სებ-მა უკვე 135 მილიონი დოლარი შეისყიდა 2019 წელს, როცა 2018 წელს იგივე მაჩვენებელმა 180 ლარი შეადგინა მთელი წლის მანძილზე.

შეგახსენებთ, რომ 6 ივნისისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.75 ლარია.

ლარს სამი თვეა, რაც დოლართან გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა.

თუმცა როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, "ეკონომიკური სტაბილურობის ზრდისათვის მნიშვნელოვანი არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. საქართველოში ინფლაცია არის ზომიერ ფარგლებში."

კომენტარები