"მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი", - საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვები წარმოთქვა. ვიდეო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=mi-Qmy970Ls]
ბრიტანეთის საელჩოში მიმდინარე წვეულებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები ესწრებიან.