მომღერალი, "ქუჩის ბიჭების" წევრი, ზურაბ ხაჩიძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი იყო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.
ის ამ თანამდებობაზე დღეს დაინიშნა და ბესიკ ამირანაშვილის უკვე მესამე მოადგილე იქნება.
ხაჩიძემ ტაბულასთან თქვა, რომ წარდგენამდე გასაუბრება ჰქონდა სოზარ სუბართან.