თანხის მითვისება

ორ მილიონ ლარზე მეტი თანხის მითვისების ბრალდებით კომპანიის მთავარი ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ბუღალტერი, რომელმაც ერთერთი კომპანიის კუთვნილი 2 მილიონზე მეტი თანხა მიითვისა. ბრალდებული ახორციელებდა ტრანზაქციებს და თითქოსდა ფარავდა საგადასახადო ვალდებულებებსა და დავალიანებეს, სინამდვილეში კი თანხა მიითვისა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ - ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე და სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში გააჩნდა წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, განახორციელა ფინანსური ტრანზაქციები, თითქოსდა, ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა, რითაც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების ფაქტებს. აღნიშნული გზით, ბრალდებულის მიერ, ჯამში მითვისებული იქნა კომპანიის კუთვნილი 2 258 961 ლარი," - წერია განხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11  ლამდე ვადით.

კომენტარები