ჩინეთი - რუსეთი

რუსეთი ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების დადებას განიხილავს

TASS

რუსეთი ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების დადებას განიხილავს.

რუსეთის ფედერაციის 18 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად რუსეთის თავდაცის სამინისტროს შემოთავაზება მიიღეს, რათა ჩინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსთან სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმება დაესრულებინათ. 

გასულ თვეს რუსეთმა ჩინეთს 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Su-35 საბრძოლო თვითმფრინავები მიწოდება დაასრულა. გასულ თვეს მოსკოვმა პეკინს სხვა მრავალფუნქციური გამანადგურებელიც შესთავაზა. 

გასულ წელს აშშ-მ ჩინეთის სამხედროებს 2017 წელს Su-35-ის შეძენისთვის სანქციები დაუწესა.

სამხედრო სფეროში თანამშრომლობა რუსეთ-ჩინეთის კოოპერაციის ნაწილია, რაც ასევე მოიცავს ინფრასტრუქტურის, ენერგიისა და ტექნოლოგიის სფეროში კავშირს.

კომენტარები