თიკა ჯამბურია

შსს: ჯამბურიამ და დედამისმა პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

მაესტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თიკა ჯამბურია და მისი დედა იმიტომ დააკავეს, რომ მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების შემდეგ მან და მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

უწყება ამბობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით (პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავა 1960 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1991 წელს დაბადებული თ.ჯ.

ჯამბურიასთან და დედამისთან ერთად იყო ჯამბურიას მცირეწლოვანი შვილიც. შსს ამბობს, რომ მან დედასთან დარჩენის სურვილი გამოთქვა. "ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პოლიციამ არასრულწლოვანი დატოვა დედასთან". 

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორივე მოქალაქე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული არიან.

კომენტარები