თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია ხელწერილით გაათავისუფლეს

ჟურნალი გზა

მომღერალი თიკა ჯამბურია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მომღერალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევის გამო დააკავეს, რაც სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საქმეზე სასამართლო იმსჯელებს.

პრაიმტაიმის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციის მანქანაში თიკა ჯამბურიას შვილიც ზის. ტაბულას კითხვას, რატომ დააკავეს არასრულწლოვანი, შსს-ში პასუხობენ, რომ ის დედასთან ერთად იყო, ამიტომ ქუჩაში არ დატოვეს და მასთან ერთად მანქანით გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე იმყოფებოდა ჯამბურიას დედაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მანქანის პარკინგთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები