A$AP Rocky-ის დაკავება

დონალდ ტრამპი: მიეცით A$AP ROCKY-ს თავისუფლება, კარგად მოექეცით ამერიკელებს

Tmz.com

გუშინ, 25 ივლისს გადაწყდა, რომ ამერიკელი რეპერი A$AP Rocky პატიმრობაში დარჩება მანამ, სანამ არ გაიმართება სასამართლო პროცესი.

გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და შვედეთს მოუწოდა კარგად მოექცნენ ამერიკელებს.

“იმედგაცრუებეული ვარ, შვედეთის პრემიერ მინისტრის სტეფან ლოფენის უმოქმედობის გამო. შვედეთმა დააღალატა ამერიკაში მცხოვრები აფრო-ამერიკული საზოგადოება. მე ვუყურე A$AP ROCKY-ის ვიდეოებს, სადაც მას დაყვებოდნენ და აწუხებდნენ წესრიგის დამრღვევი ხალხი. კარგად მოექეცით ამერიკელებს! #freerocky” - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

გარდა ამისა, მან კიდევ ერთი პოსტი დაწერა, სადაც ასევე რეპერის გათავისუფლება მოითხოვა.

“მიეცით A$AP ROCKY-ის მისი თავისუფლება. ჩვენ ძალიან ბევრს ვაკეთებთ შვედეთისთვის, მაგრამ როგორც ჩანს ისინი ჩვენთვის იგივეს არ შვებიან. შვედეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს მის ნამდვილ კრიმინალურ პრობლემას! #freerocky”, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

რეპერი, რომლის ნამდვილი სახელი რაკიმ მეიერსია, ივლისის დასაწყისში სკოტჰოლმში დააკვეს. ორი კაცი, რომელიც მასთან ერთად იყო, აგრეთვე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

A$AP ROCKY მას შემდეგ დააკავეს, რაც შვედურმა გაზეთმა და ვერ გვერდმა TMZ ვიდეოები გაავრცელეს, სადაც ის ორ კაცთან ჩხუბობს. მას და მის დაცვას ქუჩაში ორი კაცი აედევნა და ამის შემდეგ მათ შორის ფიზიკური დაპირსპირება მოხდა. რეპერმა თავის ინსტაგრამზე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ დაყვება მას ორი კაცი და მის დაცვას ყურსასმენს თავში ურტყამს.

კომენტარები