ჩერნობილი

ბრიტანელმა პროფესორმა ჩერნობილში მოყვანილი პროდუქტით არყის პირველი ბოთლი ჩამოასხა

BBC

ბრიტანელმა პროფესორმა ჯიმ სმიტმა და მისმა გუნდმა ჩერნობილში მოყვანილი პროდუქტით პირველი არყის ბოთლი ჩამოასხეს.

არყის დასამზადებლად ჩერნობილის სადგურის გარშემო მდებარე აკრძალული ზონაში მოყვანილი მარცვლეული და ამავე ზონიდან მოპოვებული წყალი გამოიყენეს. მიუხედავად ამისა, პროფესორი სმიტი ამბობს, რომ არაყი რადიოაქტიურ ნივთიერებებს არ შეიცავს.

"როგორც ნებისმიერი ქიმიკოსი გეტყვით, გამოხდისას დაბინძურება ნარჩენ მასალაში რჩება." ამბობს ის.

პროფესორი სმიტის გუნდი იმ მეცნიერებისაგან შედგება, ვინც ჩერნობილის აკრძალულ ზონაში წლების მანძილზე მუშაობენ და რადიოაქტიური ნივითიერებებით დაბინძურების დონის ცვლილებას იკვლევენ.

მან არაყს "ატომიკი" დაარქვა და მის წარმოებას, ხოლო მიღებული შემოსავლით იმ მოსახლეობის დახმარება სურთ, ვისაც ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად გამოწვეული შედეგები ყველაზე მწვავედ შეეხო.

კომენტარები