მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია: გახარიას გაპრემიერება საზოგადოების დიდი შეურაცხყოფა იქნება

თუ ეს [გახარიას გაპრემიერება] მოხდა, რა თქმა უნდა, ეს არის გამწვავება ვითარების, ეს არის დიდი შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების. ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც, ჩემი აზრით, მოემსახურება ივანიშვილის ილუზიას, რომ ძალის დემონსტრირებას მოახდენს, რაც მას ვერ იხსნის საარჩევნო თვალსაზრისით, მაგრამ გვიბიძგებს კიდევ ერთი ნაბიჯით სახიფათო რადიკალიზაციის და დაძაბულობის ზღვრისკენ.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში საუბრობს გავრცელებულ ხმებზე, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიამ შეიძლება პრემიერ მინისტრის პოსტი დაიკავოს.

კომენტარები