10 სექტემბერს, Apple-მ აიფონის სამი ახალი მოდელი წარადგინა.
iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა სტივ ჯობსის სახელობის თეატრში წარმოადგინა. მათი ფასი 699 დოლარი, 999 დოლარი და 1099 დოლარია.
როგორც აიფონის ყველა ახალი მოდელის გამოსვლას, ამათაც მოყვა კრიტიკული გამოხმაურებები და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიმებიც გააკეთეს.