აღმოსავლეთ ალჟირში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 8 ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა Bachir Bennacer-ის საავადმყოფოში მოხდა. ჩვილები დამწვრობითა და კვამლით მოწამლვის შედეგად გარდაიცვალნენ.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, მეხანძრეებმა სამშობიაროდან 11 ჩვილის, 100-მდე ქალისა და 28 თანამშრომლის გამოყვანა მოახერხეს.
უცნობია, თუ რამ გამოიწვია სამშობიარო ნაწილში ხანძრის გაჩენა. მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.