გიორგი ვოლსკი

ვოლსკი: გუნდში მლიქვნელობა არ გვახასიათებს, ივანიშვილს მლიქვნელური გარემო არასდროს ჰქონია

[მლიქვნელობა] არ ახასიათებს ჩვენს გუნდს. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს ასეთი მლიქვნელური გარემო არასდროს არ ჰქონია და მან [ეკა ბესელიამ] კარგად იცის. 2011 წლიდან მოყოლებული, ვინ, თუ არა ეკამ, იცის, რომ ეს არ არის ჩვენს გუნდში დაფასებული და პირიქით, იწვევს აგრესიას.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ეხმაურება ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას. ეკა ბესელიამ 24 სექტემბერს თქვა, რომ ვოლსკი "ისეთი მხდალი კაცია, რომელსაც შეუძლია ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილი ლანძღოს და პირში ელაქუცოს".

კომენტარები