ყანჩელი გარდაცვალება

"გენიალური შემოქმედის მუსიკა არა მარტო ქართულ, მსოფლიოს საგანძურად იქცა" - გახარიას სამძიმარი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ უდიდესი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. გენიალური შემოქმედის მუსიკა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს საგანძურად იქცა. თანავუგრძნობ გია ყანჩელის ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს," - წერია განცხადებაში.

კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს, 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

კომენტარები