მოძრაობა გზებზე

22 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედანი და გზის კიდევ რამდენიმე მონაკვეთი გადაიკეტება

GHN

თბილისში დაგეგმილ "აბრეშუმის გზის ბიზნეს-ფორუმთან" დაკავშირებით, სატრანსპორტო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 22 ოქტომბერს, 18:00 საათზე გადაიკეტება რესპუბლიკის მოედანი. ელბაქიძის ქუჩიდან მომავალი ავტოტრანსპორტი მოძრაობას გააგრძელებს ფილარმონიის მიმართულებით, ხოლო ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან ავტოტრანსპორტი ვერ მოხვდება ელბაქიძის ქუჩაზე - სატრანსპორტო ნაკადი მოძრაობას თავისუფლების მოედნის მიმართულებით შეძლებს.

უწყების ცნობითვე, საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებ ადგილზე მიაწვდიან ინფორმაციას.

ამასთან, გუშინ ღამე უკვე გადაიკეტა შოთა მესხიას, ვასო აბაშიძისა და რევაზ ლაღიძის ქუჩები.

კომენტარები