მოძრაობა გზებზე

12:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

GHN

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 მაისს, 12:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირზე ავტომანქანები იმოძრავებენ მეცნიერებათა აკადემიის მიმართულებით, ელბაქიძისა და კოსტავას ქუჩების გავლით. ელბაქიძიდან ამომსვლელი ნაკადი კი, ფილარმონიის მიმართულებით შეძლებს გადაადგილებას.

აღსანიშნავია, რომ 11:00-ზე, თბილისის მერი კახა კალაძე ახალ ავტობუსებს სწორედ პირველი რესპუბლიკის მოედანზე წარადგენს. ახალი, მწვანე ავტობუსები მოედანზე გუშინ ღამიდან დგას.

კომენტარები