პრეზიდენტმა სალობიე ბია სკანდირების ფონზე დატოვა, მან სირცხვილის დერეფანი გაიარა
"მონა, მონა" ,- ამ შეძახილებით გააცილეს ის რესტორნიდან.
სალომე ზურაბიშვილის სალობიედან გასაყვანად ათობით პოლიციელი მობილიზდა.
პრეზიდენტი მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სალობიეში, საპროტესტო კერასთან ახლოს და დემონსტრაციების პარალელურად, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვახშმობდა.
პრეზიდენტის გასაყვანად მოსულმა პოლიციელებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.