25 ნოემბრის აქციის დაშლა

ქანთარია: პოლიცია მაღალი სტანდარტით მოქმედებს, ტროტუარს საერთოდ არ ეხება

ყველა კარგად ხედავს, რომ პოლიცია მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით და ტროტუარს საერთოდ არ ეხება და იმ ადგილს, სადაც მათ მიკროფონი აქვთ [აქციის ორგანიზატორებს], ერთი მისხალითაც კი არ შეუვიწროებიათ, ასეთი რამ მგონია არ ყოფილა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ნუკრი ქანთარია. 25 ნოემბერის აქციაზე, რომლის დარბევაც დილის 5 საათზე დაიწყო, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა - ტემპერატურა -1 გრადუსს შეადგენდა.

კომენტარები