თბილისის მერიის ცნობით, Isuzu-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს დღეიდან დამატებით 8 მარშრუტზე მოემსახურება.
ახალი ავტობუსები შემდეგ მიმართულებებზე გავიდნენ:
- N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა;
- N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი;
- N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი;
- N65 - დოლიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური;
- N68 – ცხრა ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი;
- N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“;
- N77 - ტუბდისპანსერი - სადგურის მოედანი;
- N110 - მახათას მთა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი.
12 დეკემბერს კი, N25 მარშრუტზე ძველი ბოგდანის მარკის ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მწვანე ავტობუსებით ჩანაცვლდება.
"ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე გადანაწილდა ექვს მარშრუტზე - N7, N12, N19, N57, N80, N122. გარდა ამისა, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები გავიდა. ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით კი „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები N15 და N54 მარშრუტებზე ჩანაცვლდა" - აცხადებს მერია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.