Netflix-ზე საინტერესო ვაკანსია გამოჩნდა. სტრიმ სერვისი ეძებს მხედვარს (WITCHER).
"თქვენ მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული მარტოხელა მგელი ხართ? თქვენ გიყვართ პრობლემების გადაწყვეტა და მონსტრებზე ნადირობა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ? გიხარიათ ვერცხლის ხმლით ჯადოსნური ცხოველების განგმირვა? თუ ეს ასეა, მაშინ Netflix არაჩვეულებრივ სამსახურს გთავაზობთ!" წერია განცხადებაში.
Netflix-ის მიერ დაქირავებულ მხედვარს მოუწევს, რომ 190 ქვეყანაში 158 მილიონი გამომწერი დაიცვას. ასევე მას უნდა ჰქონდეს საკუთარი ჯავშანი და აღჭურვილობა, ხოლო დამთავრებული უნდა ჰქონდეს მხედვართა უმაღლესი სერტიფიცირებული აკადემია.
მსურველებმა CV მისამართზე [email protected] უნდა გააგზავნონ. განცხადებაში ხელფასი მითითებული არ არის.
სავარაუდოდა, სინამდვილეში ეს განცხადება დაცვის სამსახურის დეპარტამენტში ერთ-ერთი პოზიციისთვის ეძებს ადამიანს.