სახლში მისულ რიზ უიზერსპუნს Jay-Z-სა და ბიონსესგან არაჩვეულებრივი სიურპრიზი: ერთი ყუთი შამპანიური დახვდა.
ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, როდესაც უიზერსპუნის მაგიდაზე წყალი დამთავრდა, მან წყვილს შამპანიურის გაზიარება სთხოვა და სასმელით, ჯენიფერ ენისტონთან ერთად ისიამოვნა.
საპასუხოდ, Jay-Z-მ და მისმა ცოლმა ბიონსემ მსახიობს მთელი ყუთი შამპანიური გაუგზავნეს წარწერით: "მეტი წყალი Jay-Z-ისა და ბისგან"
"ვის ადარდებს, რომ დღის 11:30-ია და მე დედაჩემთან ერთად შამპანიურს ვსვამ, ეს ხომ Jay-Z-ისა და ბიონსეს საჩუქარია" ამბობს უიზერსპუნი ვიდეოში, რომელიც მან ინსტაგრამზე გააზიარა.